2023 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის - ზაზაძეების სამკვიდროში - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან”, მეორე ტომის პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სჯსუ რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ. შეკრებილებს ასევე მიესალმნენ: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, სჯსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ბერიძე და ბსუ ემერეტუს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე.
წიგნის - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ მეორე ტომის პრეზენტაციის წარდგენაში მონაწილეობდნენ: ელზა ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემინგრანტული ლიტერატურის განყოფილების უფროსი და ნაილი ჩელებაძე- ისტორიის დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი.
https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.