საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სადამფუძნებელო სხდომა
ოქმი №1
25 ივლისი 2019, თბილისი, 12:00
სხდომას ესწრებოდნენ:
სხდომის მდივანი: მზექალა აჭაიძე
თსუ-ს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი
მოწვეული სტუმრები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ნინო გვენეტაძე (თსუ-ს რექტორის მოადგილე), ნინო ოკრიბელაშვილი (თსუ-ს რექტორის მოადგილე), ლაშა საღინაძე (თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე), არჩილ კუკულავა (თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), სოფიო ცინცაძე (თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი), მზექალა აჭაიძე (თსუ-ს რექტორის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი).
სხდომის დღის წესრიგი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა. კონფერენციის პირველ სხდომას სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დამფუძნებელ სხდომაზე წევრებმა 2 წლის ვადით თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.
გიორგი შარვაშიძის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება არის ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „უმაღლესი სასწავლებლებისთვის ეს გაერთიანება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება უმაღლესი სკოლის წინაშე არსებული ბევრი საჭირბოროტო საკითხი: უნივერსიტეტების დაფინანსება, რეფორმების მხარდაჭერა თუ სხვა. ეს საკითხები უნდა განვიხილოთ პროფესიულად და კონსოლიდირებული პოზიციით წარვდგეთ საზოგადოებისა და იმ მოკავშირეების წინაშე, რომელიც ჰყავს უმაღლეს სკოლას.“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.
რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციამ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მდივნად აირჩია თსუ-ს რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი მზექალა აჭაიძე.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.