მენიუ
News

2023 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მედია წიგნიერების კონკურსის - ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 

2023 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა მედია წიგნიერების კონკურსის - ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი.

შეხვედრის მიზანი სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება იყო.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა.

შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა და ახალგაზრდებს როგორც კონკურსის პირობების, ასევე საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ აიმაღლეს ცნობიერება.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.