მენიუ
News

განათლების კონფერენცია – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები”

აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა განათლების კონფერენციას თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც 17 ამერიკელი ექსპერტი მონაწილეობდა.

კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ევენ ქალიმ, ხოლო მთავარი მომხსენებლი იყო აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფისის დირექტორი ჯონ სილვერი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და კონფერენციის თანაორგანიზატორმა ეკატერინე ფიფიამ.

კონფერენციის შემდგომ გაიმართა ვორქშოპები, რომლებიც ეხებოდა აკადემიური წერის სწავლების სტრატეგიებს, ChatGPT-ის გამოყენებას სწავლების პროცესში, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ინგლისური ენის სწავლებაში, ინგლისური ენის როლს მედია წიგნიერებაში და ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.