მენიუ
News

თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმ კურსდამთავრებულებს უმასპინძლარომლებიც აშშ-ის რეზიდენტურის კონკურსში მონაწილეობდნენრვა მათგანი აშშ-ის რეზიდენტურაში სწავლას მიმდინარე წლის ივნისიდან განაგრძობს. 

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელობა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანიპროფესორი გორდონ ჩერჩვორდირომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება თსსუ-ში. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდაშეხვედრას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:  ჯოელ ფელნერი - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსი-პროფესორიპოლკოვნიკი მარკ ჰარტელი -ამერიკის  არმიის  სამედიცინო  კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მკვლევარი კრისტი მარტინი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმაპროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თსსუ-ის კურსდამთავრებულებს წარმატებები მიულოცადიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს მრავაწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ძალიან მნიშვნელოვანიარომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთანხაზგასასმელიარომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას რეზიდენტურაში და შემდგომისინი საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიმნიშვნელოვანი და საამაყოარომ ამერიკული პროგრამის არსებობის მცირე პერიოდში ოცდაათი კურსდამთავრებული აგრძელებს აშშ-ის რეზიდენტურაში სწავლას.  მათ რიცხვს წელს კიდევ რვა ახალგაზრდა შეუერთდა.

როდესაც ვსაუბრობთ ამერიკულ პროგრამაზეშეუძლებელია ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ ჩვენი პარტნიორებისმეგობრებისდღევანდელი სტუმრების მიმართ, - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმაპროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმაპროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა მადლობა გადაუხადა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაში ჩართულ პროფესორებს ნაყოფიერი მუშაობისთვის და მოწვეულ სტუმრებს პროდუქტიული პარტნიორობისთვისასევეკურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. 

აშშ-ში სწავლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შემდეგი კურსდამთავრებულები: 

მარიამ ფესტვენიძე - შინაგანი მედიცინა, Ascension Saint Francis, ილინოისის შტატიქალაქი ევანსტონი;

თეკლე დარციმელია - შინაგანი მედიცინატაფტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან აფილირებული Mass General Brigham/Salem Hospital, მასაჩუსეტსის შტატი;

სოფია ფირცხალავა - შინაგანი მედიცინა, Wellstar Cobb Medical Center-შიჯორჯიის შტატი;

ზურა კაციტაძე - ნევროლოგიასამხრეთ ალაბამას უნივერსიტეტიქალაქი მობილიალაბამას შტატი;

ლუკა აბაშიშვილი - საოჯახო მედიცინანიუ-მექსიკოს უნივერსიტეტისანტა-ფენიუ-მექსიკოს შტატი; 

მარიამ გიგილაშვილი - ნევროლოგიალინკოლნის სამედიცინო ცენტრინიუ იორკი,ნიუ იორკის შტატი;

მარიამ გაბადაძე - ნევროლოგიაჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტისიუ-ფოლსიჩრდილოეთ დაკოტას შტატი;

რეშმა მიკკი შაჯი - შინაგანი მედიცინაკალიფორნიის უნივერსიტეტიბაკერსფილდიკალიფორნიის შტატი.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.