მენიუ
News

2023 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის - ზაზაძეების სამკვიდროში - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან”, მეორე ტომის პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სჯსუ რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ. შეკრებილებს ასევე მიესალმნენ: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, სჯსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ბერიძე და ბსუ ემერეტუს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე.

წიგნის - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდანმეორე ტომის პრეზენტაციის წარდგენაში მონაწილეობდნენ: ელზა ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემინგრანტული ლიტერატურის განყოფილების უფროსი და ნაილი ჩელებაძე- ისტორიის დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი.

https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.