მენიუ
News

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბავშვთა დღე აღინიშნა

 

20 ნოემბერი მსოფლიო ბავშვთა დღე! ეს დღე აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკავლრო-სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა იმსჯელეს ბავშვთა უფლებების შესახებ, ცენტრის საქმიანობაზე, თავიანთ როლზე ბავშვის უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. ასევე, მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება ცენტრი უკეთ ჩაერთოს აკადემიურ საქმიანობაში.

მსოფლიო ბავშვთა დღე გაეროს ბავშვთა ფონიდ მიერ დაწესებული დღეა, რომელიც მოწოდებულია ბავშვებისთვის გლობალური მოქმედებისკენ ბავშვების მონაწილეობით. ეს დღე ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება და ემთხვევა ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიღების დღეს. ჩვენ, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ყველა ბავშვი თავს ჩართულად გრძნობს, მოვუსმინოთ მათ და ვუზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო.

საქართველო კონვენციას 1994 წელს შეურთდა!

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.