მენიუ
სიახლეები

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა 2008 წლოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, პროფესორმა ნანა შარიქაძემ, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ტალიაშვილმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა - მამა აკაკი ჭელიძემ, ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ, ასევე  საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციების წევრებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამგეს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.