მენიუ
News

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოსი დავით გურგენიძის ოფიციალური ვიზიტი CERN-ის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ბატონი რექტორი, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრად იქნა არჩეული. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორი CMS ექსპერიმენტში CMS-ის მიონური სისტემის RPC ჯგუფში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებს შეხვდა. RPC ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სალვატორე ბუენტემპომ რექტორს RPC კამერების წარმატებით განხორციელებაში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის როლზე ესაუბრა. აკადემიკოს დავით გურგენიძის CMS კოლაბორაციის წევრებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.