საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ბატონი რექტორი, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრად იქნა არჩეული. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორი CMS ექსპერიმენტში CMS-ის მიონური სისტემის RPC ჯგუფში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებს შეხვდა. RPC ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სალვატორე ბუენტემპომ რექტორს RPC კამერების წარმატებით განხორციელებაში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის როლზე ესაუბრა. აკადემიკოს დავით გურგენიძის CMS კოლაბორაციის წევრებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.