2024 წლის 6 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ.
შეთანხმების ფარგლებში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
ამასთანავე, მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსები ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგი საუნივერსიტეტო კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #1 სტომატოლოგიური კლინიკა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.