მენიუ
სიახლეები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობა იწყება

2024 წლის 6 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ.

შეთანხმების ფარგლებში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში

ამასთანავე, მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსები ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგი საუნივერსიტეტო კლინიკებითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #1 სტომატოლოგიური კლინიკათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.