მენიუ
News

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

2023 წლის დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა.

 

სიმპოზიუმი მიეძღვნა  ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს

და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.


სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა  მეცნიერებსმკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობასჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრებას  ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.

 

სიმპოზიუმი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ  ქუანგ წენგი -  ჩინეთის საერთაშორისო

განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი  და  ელი ელისაშვილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი.

 

საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოთხი  სექცია მუშაობდა:  სამართალი;  ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი;  სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო  თემები და  სამეცნიერო  საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევითი  მიგნებები.

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურებოდა  სამეცნიერო იდეების გაცვლასკვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებასისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზსმის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესისკულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.

 

საერთაშორისო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები,  ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი  ლიუ  გუანვენი და სხვა საპატიო სტუმრები. 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.