2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა.
სიმპოზიუმი მიეძღვნა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს
და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.
სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრებას ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.
სიმპოზიუმი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.
სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ ქუანგ წენგი - ჩინეთის საერთაშორისო
განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და ელი ელისაშვილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი.
საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოთხი სექცია მუშაობდა: სამართალი; ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი; სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული.
სიმპოზიუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევითი მიგნებები.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურებოდა სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.
საერთაშორისო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი ლიუ გუანვენი და სხვა საპატიო სტუმრები.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.