მენიუ
News

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიღაბი 2023” იხსნება

2023 წლის 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, მესამე სასწავლო კორპუსი, ,,თეატრალური დარბაზი“) საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საიუბილეო, მეათე საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი-2023”. 

ფესტივალის ტრადიციული მასპინძელია თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია.

“ნიღაბი-2023”-ზე წარმოდგენილია 6 ქართული და 1 საერთაშორისო სტუდენტური დასების სპექტაკლები. 

ფესტივალის პროგრამა:

  • 7 დეკემბერი, 16 საათი- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA – „სეილემის პროცესი“.
  • 8 დეკემბერი, 16 საათი - თბილისის სტუდენტური დასი  „სივრცის თეატრი“ - „ძუნწი“.
  • 9  დეკემბერი, 16 საათი – თბილისის სტუდენტური დასი  „არტ-დრონი“-„ობლები“.
  • 10 დეკემბერი, 16 საათი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU- „12 განრისხებული მამაკაცი“.
  • 11 დეკემბერი, 16 საათი - ბათუმის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - „ბრიყვთა ვახშამი“.
  • 12 დეკემბერი, 16 საათი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგია“ – „ოსვენციმი“.
  • 13 დეკემბერი, 16 საათი - ვარშავის უნივერსიტეტი  „ The Mask” – “Nie Ma Fausta”

სპექტაკლებს შეაფასებს და  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან: რეჟისორი გიორგი კაშია; მსახიობი თამუნა ნიკოლაძე; მსახიობი კახა მიქიაშვილი; მსახიობი სალომე შარვაძე; მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი; მსახიობი ეკა მჟავანაძე; მსახიობი ზუკა პაპუაშვილი; მსახიობი გუგა ქაცარავა; რეჟისორი ედმონდ მინაშვილი; მსახიობი ანა ზამბახიძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

2023 წლის 14 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია!

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.