2023 წლის 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, მესამე სასწავლო კორპუსი, ,,თეატრალური დარბაზი“) საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საიუბილეო, მეათე საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი-2023”.
ფესტივალის ტრადიციული მასპინძელია თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია.
“ნიღაბი-2023”-ზე წარმოდგენილია 6 ქართული და 1 საერთაშორისო სტუდენტური დასების სპექტაკლები.
ფესტივალის პროგრამა:
სპექტაკლებს შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან: რეჟისორი გიორგი კაშია; მსახიობი თამუნა ნიკოლაძე; მსახიობი კახა მიქიაშვილი; მსახიობი სალომე შარვაძე; მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი; მსახიობი ეკა მჟავანაძე; მსახიობი ზუკა პაპუაშვილი; მსახიობი გუგა ქაცარავა; რეჟისორი ედმონდ მინაშვილი; მსახიობი ანა ზამბახიძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
2023 წლის 14 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია!
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.