2023 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა მედია წიგნიერების კონკურსის - ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება იყო.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა.
შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა და ახალგაზრდებს როგორც კონკურსის პირობების, ასევე საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ აიმაღლეს ცნობიერება.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.