მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე თსსუ - ის თეატრის "ჰიგია" სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი - 2023“, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალური დარბაზი“ მასპინძლობს, თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრის - "ჰიგია" სპექტაკლმა "ოსვენციმი” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.
სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თსსუ-ის თეატრის მსახიობებს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:
ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი;
ბახვა გელაშვილს ნომინაციაში - მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;
სალი ხუტაშვილს ნომინაციაში - ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;
გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში - „ნიღაბი 2023“-ის აღმოჩენა;
ქ. თბილისის მერიის რჩეული გახდა მოლინა იოსელიანი, ხოლო „გოგი თოდაძის საპატიო პრიზი“ გადაეცა - დუდუ მოდებაძეს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 12 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრის ,,ჰიგია“ დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის და ჟიურის წევრებისთვისაც, სცენაზე გაცოცხლებული წარსული მოვლენები განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლის დიალოგების ტექსტის ავტორი არის თსსუ-ის სტუდენტი დუდუ მოდებაძე, მხატვარი - თსსუ-ის სტუდენტი ხვიჩა სებუა, სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს თსსუ-ის სტუდენტებმა გიორგი სანიკიძემ და სოფიო ცინცაძემ, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.