2024 წლის 12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი დოვლეტმირატ სეიტმმამედოვი.
ბატონ ელჩს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმასპინძლეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რექტორის აპარატის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ტრადიციები და საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ისაუბრა თსსუ-ის კავშირებზე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო კლინიკებთან. თავის მხრივ, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა თსსუ-ის რექტორს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა საპატიო სტუმარს თსსუ-ის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადასცა.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.