მენიუ
სიახლეები

სისხლის უანგარო დონაცია თსსუ-ში

2024 წლის 15 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და დონორთა ორგანიზაციის ,,აჩუქე სიცოცხლე პარტნიორობის ფარგლებში, თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

სისხლის უანგარო დონორები იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო სტუდენტები. სისხლის დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ში სისხლი უანგაროდ 50-მა დონორმა გაიღო.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე იმართება

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.