საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერისტეტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), პერუჯის უნივერსიტეტი (იტალია), სილესიანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტი (საქართველო), ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), პეტრო მოჰილას სახელობის შავი ზღვის უნივერსიტეტი (უკრაინა), დნიპროს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (უკრაინა).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თეა მურვანიძის თქმით, პროექტი PROMENT მიზნად ისახავს სტუდენტების შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების, ასევე, სამოქალაქო ჩართულობის განვითარებას.
„პროექტის ფარგლებში ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება მენტორინგსა და ტუტორინგში, რაც ითვალისწინებს ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრების გახსნას. ეს არის სრულიად ინოვაციური მიდგომა. პირველ ეტაპზე დაინერგება მენტორობის 12 სქემა, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი სწავლების, მენტორობის და ტუტორობის მეთოდოლოგია. საპილოტე სქემები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: პროფესიონალური, მენტორინგი; მენტორინგი და ტუტორინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის; სტარტაპები მენტორინგი; მწვანე გარემო; ადგილობრივი მთავრობის სქემა; ციფრული მენტორინგი; პირველი წლის სტუდენტების მენტორინგი; გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში); საერთაშორისო ტუტორინგი და მენტორინგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მქონე სტუდენტებისათვის; ახალგაზრდა მასწალებლის მენტორინგი; უცხოელი სტუდენტების მენტორინგი; მენტორინგი შშმ პირთათვის“, - აცხადებს თეა მურვანიძე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შეჯამებისას რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის კომენტარტში აღნიშნა, რომ PROMENT ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტეტო და სამოქალაქო ცხოვრებაში, აგრეთვე, დადებითად აისახება სწავლის დონის ამაღლებაზე.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მეცნიერებს. ღონისძიების მონაწილეებმა ერთურთს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც პროექტის ფარგლებში მუშაობის პერიოდში დაგროვდა. თითოეული ჩვენთაგანი ორიენტირებულნი ვართ სტუდენტზე, მათთვის ევროპული სტანდარტის განათლების მიცემასა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. ეს არის ჩვენი, როგორც მეცნიერებისა და პედაგოგების მთავარი ამოცანა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, შეხვედრაში მონაწილეობენ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, მშვიდობას ვუსურვებ მათ. აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიხსნა ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
„ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერისტეტების წარმომადგენლება ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, სტუდენტთა კარიერული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია, მენტორინგი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტთა ორგანიზაცია, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, საერთაშორისო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.