მენიუ
სიახლეები

თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

2024 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივმა დონორებმა მიიღეს მონაწილეობა. 

აქციის ფარგლებში, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა გამართეს საინფორმაციო კამპანია სისხლის დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტებმა დახმარება გაუწიეს დონორებსა და სისხლის ბანკებს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებში.

აღსანიშნავია, რომ სისხლის უანგარო დონაციის ფარგლებში სისხლი უანგაროდ გაიღეს:  საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებმა, თსსუ-ისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პროგრამის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. უანგარო დონორთა შორის იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან პერსელი; აშშ-ის საელჩოს ატაშე სამედიცინო საკითხებში რებეკა სორგი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი; საქართველოში დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე - კლერ ოლბლესი; აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმოადგენლობის დირექტორი, პოლკოვნიკი მეთიუ შერერი და სხვა.

ცნობისთვის, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას სისხლის დონაციის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოში სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაცია. 

სისხლის უანგარო დონაციის ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მხარს უჭერდა: ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების საელჩოები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე, 3 მოქმედი სისხლის ბანკი: ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური და ნ. კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.