საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
მათ სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.
„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება, მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მომავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, სურვილი გამოთქვა სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.
კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა.
საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის 100 წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე - „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე - „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობა
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.