მენიუ
სიახლეები

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებელებმა და სტუდენტებმა  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
 თბილისში,  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ქალაქებში - გორი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე  - არსებული მემორიალები,  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის  პატივსაცემად, ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის განცხადებით,  სამშობლოს ერთიანობის და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნა  ქვეყნის სიყვარულსა და თავდადებას შთაგვაგონებენ. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლება, არსებულ ყველა სამართლებრივ გზას იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ფაქტებით დაადასტუროს ოკუპაცია, პარალელურად კი მშვიდობას იცავს, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია.

„ქედს ვიხრით სამშობლოს  თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის გმირულად დაღუპული ვაჟკაცების წინაშე. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ტკივილით სავსე დღეებდან უკვე 16 წელი გავიდა, ჩვენს მეხსიერებაში კი მძაფრად აღიბეჭდა აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები - დაღუპულები, დაჭრილები, დევნილობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. 189 დროებით ოკუპირებული სოფელი, სადაც წაშლილია ადამიანის ცხოვრების კვალი და ნასახლარები ტყედაა ქცეული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორია მხოლოდ აგვისტოს ომის ტრაგედიას არ მოიცავს. რუსული ოკუპაცია მრავალ ათეულ წელს ითვლის. პროცესს კი გმირულად შეეწირნენ თაობები. ამ ბრძოლების სიმბოლოს, ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს რამდენიმე დღეში 40 წელი შეუსრულდებოდა. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ.  მათ ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია. დიდება გმირებს!  მათი სახელის უკვდავსაყოფად, ვაგრძელებთ განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას  იმ იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს მალე დავიბრუნებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.