13 ნოემბერს BTU-სა და MIT-ს Martin Trust Center-ის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება MIT-ს ექსპერტის თოქი თემაზე: გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამეწარმეო განათლებაში კორპორაციებსა და უნივერსიტეტებში“
სპიკერი:დაგ ვილიამსი, სერიული ანტრეპრენერი და MIT-ს სტარტაპების ციფრული პლატფორმის - ორბიტის, როგორც პროდუქტის ვიცე პრეზიდენტი.
BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც MIT Martin Trust Center ის წევრი გახდა. აღნიშნული წევრობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და მათ შორის:
● MIT-სთან პარტნიორობით ქართულად ითარგმნა და დაიბეჭდა ორი წიგნი: ბილ ოლეტის “გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ” და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის “ვენჩურული გარიგებები”.
● 2020 წელს, რეგიონში პირველად MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე დაფუძნდა და სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა გამართა.
● შესაძლებელია ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსსა და ხელსაწყოს სტარტაპის განვითარებისთვის.
აღნიშნული წევრობის ფარგლებში ჩატარდა არაერთი შეხვედრა, ტრენინგი და მასტერკლასი BTU-ს სტუდენტებისთვის, პერსონალისთვისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.