მენიუ
სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეული გაიმართა. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის 12 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ BTU-ს, და პარტნიორი ორგანიზაციების მიღწევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს ადგილობრივ და რეგიონულ ასპექტში. ღონისძიებების სერიაში მონაწილეობდნენ ევროპის 16 მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებისა და 27 ინსტიტუციის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, ხორვატია, ლატვია, სლოვენია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, კენია.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა სესიები, მათ შორის: ინტერნაციონალიზაცია, მეწარმეობა, კარიერული განვითარება, ინდუსტრიასთან კოლაბორაცია, ერთობლივი კვლევები, მწვანე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიების ტრანსფერი, მდგრადობა და ციფრული ტრანსფორმაცია.

ასევე კვირეულის ფარგლებში BTU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის ჩატარდა სხვადასხვა მასტერკლასი და საჯარო ლექცია კვირეულის მონაწილე ექსპერტების მიერ.

პერსონალის საერთაშორისო კვირეული BTU-ში მეხუთედ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პარტნიორები და თანამშრომლობით დაინტერესებული უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებენ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.