მენიუ
სიახლეები

„Art დისკურსი“: ფერეიდნელ ქართველთა ფოლკლორის კვლევა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის - „Art დისკურსის“ - ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ხათუნა დამჩიძისა და ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი კრავეიშვილის კვლევა - „ფერეიდნელ ქართველთა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორული ტრადიციები“. წარმოდგენილი შრომა ასახავდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მხარდაჭერით (FR-21-11362), 2024 წლის 2 - 23 აგვისტოს ირანში მოწყობილი ექსპედიციის შედეგებს,

კვლევა - „ფერეიდნელ ქართველთა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორული ტრადიციები“ - ეხება ისტორიული პერიპეტიების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოდან ირანში, კონკრეტულად, ფერეიდანში გადასახლებულთა მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ფოლკლორულ შემოქმედებას. ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა იმ კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, ფიქსაცია და შესწავლა საქართველოს ისტორიულ ნაწილში არსებულ ხალხურ შემოქმედებასთან მიმართებით, რაც დროთა განმავლობაში ფერეიდნელთა ფოლკლორულმა ტრადიციებმა შემოინახა.

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის – „Art დისკურსის“ – მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.

„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.