მენიუ
სიახლეები

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და ფესტივალ „საჩუქარს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის  სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ გახსნითი პრეს-კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ააიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს - „საჩუქარი“ - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა და  ფესტივალ „საჩუქარის“ გამგეობის თავმჯდომარემ ქეთევან დოლიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად დაგეგმილია: სტუდენტებისთვის/მსახიობებისთვის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა და პროექტებში ჩართულობა; სტუდენტთა/მსახიობთა სტაჟირების ხელშეწყობა; გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მასტერკლასების და ერთობლივი სემინარების გამართვა და ა.შ.

გაიმართა საჯარო შეხვედრა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერთან, საფრანგეთის სახელმწიფო ორდენოსანთან, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის, „OBIE“ პრემიის, ოქროს ნიღბის და ოთხჯერ მის შემოქმედებით კარიერაში ლორენს ოლივიეს ჯილდოს მფლობელ ინგლისელ კინოსა და თეატრის რეჟისორთან, დეკლან დონელანთან. შეხვედრას უძღვებოდა რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, თეატროლოგიის დოქტორი ოქტავიან საიუ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.