მენიუ
სიახლეები

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან კანკავა

2024 წლის 11 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია - ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში".

ლექციას წაიკითხა თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა გაიანე სიმონიამ. 

ლექციაზე განხილული იქნა ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია, მისი მუშაობის სპეციფიკა,  ძლიერი და სუსტი მხარეები, ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე პროგრამები, მისი გამოყენების პერსპექტივები სწავლა-სწავლებისა და  მედიცინის სხვადასახვა სფეროში.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ არსებითად გაზარდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისების შექმნისთვის საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული საშუალებების ხელმისაწვდომობა. 

ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ პირველად 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა  გამოიყენა. მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. რაც უფრო უკეთ ვსწავლობთ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და როგორია აზროვნების მექანიზმი, მით  უფრო მეტად იხვეწება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და უნარები, თუმცა, სადამდე შეგვიძლია განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტი? არსებობს კი რაიმე ზღვარი? შესაძლებელია, რომ ეს მიღწევა  კაცობრიობისთვის მხოლოდ  სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული? 

ეს გახლავთ ის კითხვები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განხილვისას ყველაზე ხშირად ისმება, ცხადია, პასუხი ამ კითხვებზე ჯერ კიდევ არ არსებობს,  ნათელი მხოლოდ ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, ყოველდღიურად უფრო უსაზღვრო ხდება და მან უკვე ღრმად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა თითქმის ყველა სფეროში.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.