შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეცნიერების ფესტივალს, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ამაღლების მიზნით. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.
საზოგადოებაში მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ზუგდიდში გამართული ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა როგორც ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ასევე საქართველოს რეგიონებში, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა, ამასთანავე, მეცნიერების მიმართულებით ახალგაზრდების მოტივირება და ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება.
ქართველი და უცხოელი პროფესორების ჩართულობით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როგორც საჯარო ლექციები, ასევე დისკუსიები ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით (ფილოსოფია, პოლიტოლოგია, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ბიოტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართლის ფილოსოფია).
ღონისძიების საგამოფენო ნაწილი დაეთმო სახალისო, საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებს. ასევე, კრიმინალისტიკის ლაბორატორიულ ცდებს, ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის ექსპერიმენტებს, პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერ-კლასებს, ვეტერინარიის ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, არქეოლოგიისა თუ ბიოტექნოლოგიების გამოფენებს.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად "ჰორიზონტი ევროპა" - ეროვნული ოფისი; სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია; საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია); კრაკოვის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი (პოლონეთი); ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში გარდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ მეცნიერების ფესტივალს ესწრებოდა დაახლოებით 500 ადამიანი, მათ შორის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, უნივერსიტეტის სენაკის ბაზის მასწავლებელი და სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, და სხვა დაინტერესებული პირები. ფესტივალის ბოლოს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი, მონაწილეთათვის გაიმართა ფურშეტი.
პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა: 500
განხორცილების პერიოდი: 2024 წლ ის 16 სექტემბერი
სურათები იხილეთ ლინკზე:
https://www.facebook.com/photo/?fbid=861144532663593&set=pcb.861153925995987
https://www.facebook.com/photo?fbid=862427392535307&set=a.428236765954374
https://www.facebook.com/zsu.edu.ge/videos/526615223513160
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.