მენიუ
სიახლეები

31 ოქტომბერს სჯარო ლექცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

31 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ტრადიციული საჯარო ლექციების ფორმატის ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა კანონიკური სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის მაგისტრმა, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა. მოხსენების თემა გახლდათ „ნათესაური ხარისხების საკითხი ქრისტიანულ ქორწინებაში’’.

მამა ლონგინოზმა ისაუბრა სხვადასხვა რელიგიურ და მსოფლმხედვლობრივ სისტემაში ნათესაური კავშირების ფორმების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიულ გზაზე. ამასთანავე, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილების საფუძველზე წარმოაჩინა, თუ როგორ აისახებოდა ნათესაური ხარისხების საკითხი ქრისტიანულ ქორწინებაში. ლექციის მსვლელობაში უხვად იყო გამოყენებული ვიზუალური მასალა - სქემები, ცხრილები.

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.

ლექციის ბოლოს მამა ლონგინოზმა ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.