2024 წლის 6 ნოემბერს, ერეკლეობის დღესასწაულზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, თესაუს კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ სიმაშვილს, საპატიო მოქალაქის ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
თენგიზ სიმაშვილი რამდენიმე სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი, ოცამდე სასწავლო კურსისა და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ავტორი, ათეულობით საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა. ის წლების განმავლობაში იკვლევს თელავისა და კახეთში, საბჭოთა რეპრესიების ისტორიას, არის დოკუმენტური ფილმის "თელავის გოლგოთა-გიგოს გორა"იდეის ავტორი და კონსულტანტი.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.