15 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „თვითმოტივაცია“.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ KIU-ს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ზურა მხეიძემ თვითმოტივაციის ამაღლებასა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრა.
მოწვეულმა სტუმარმა, არაერთი პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე, მსმენელებს მოტივაციისა და დემოტივაციის ძირითადი წყაროები გააცნო და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შექმნილ ემოციურ დაბრკოლებებსა და მათი გადაჭრის გზებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროფესორ ზურა მხეიძეს 30-წლიანი კონსულტაციის გამოცდილება აქვს, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ცნობილი ფსიქოლოგი, 25 წელზე მეტია, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.