ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ მიღებას ზამთრის სკოლაში - The Excellence School (IES). IES ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მხარდაჭერით, პროექტის - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q (WB) - ფარგლებში.
The Excellence School (IES) ორიენტირებულია ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებებზე უმაღლესი განათლების სფეროში. IP უფლებები ეხება გონებრივი შემოქმედების სამართლებრივ გარანტიებს, მათ შორის სამეცნიერო დაწესებულებებში შემუშავებულ კვლევებს, გამოგონებებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს.
IES იწვევს ადრეული კარიერის მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური საკუთრების თემის შესახებ კვლევაზე, ან გეგმავენ მსგავსი კვლევის ჩატარებას. ადრეული კარიერის მკვლევარები განისაზღვრება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი დოქტორანტურის დასრულებიდან მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში, ან სტუდენტი, რომელიც ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 ნოემბერი, 17:00 საათი.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ დოკუმენტი.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.