მენიუ
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბავშვო უნივერსიტეტის წარდგენისა და წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის წარდგენისა და წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ. მათ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და კუთვნილი ჯილდოები – კომპიუტერები გადასცეს.

გიორგი ხუბუამ დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივა – საბავშვო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებს შაბათ-კვირას ლექციებს შესთავაზებს.

სალექციო კურსებს სხვადასხვა შემეცნებით და სამეცნიერო თემებზე წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, ფორმალურ განათლებასთან ერთად, უმაღლესი განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება. ეს გამოცდილება მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილების  პროცესში დაეხმარებათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.