ა.წ. 27 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-17 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე და პასუხისმგებელი პირები.
სხდომაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებები, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხის გაუმჯობესებასა და სისტემის თანამედროვე სტანდარტების ფორმირებას. ასევე განხილული იყო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი ერთიანი ნორმატიული აქტის შემმუშავებელ ჯგუფში რექტორების ჩართულობის საკითხი.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.