მენიუ
სიახლეები

EUA ვებინარების სერია ახალი ევროპული კვლევის არეალი უნივერსიტეტებისთვის

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ 2023 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ონლაინ  შეხვედრა EUA-ის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წარმომადგენელი. ვებინარების სერიის ნაწილს - ახალი ევროპული კვლევის არეალი უნივერსიტეტებისთვის, ევროპული კვლევის არეალი და უნივერსიტეტები: მე-13 სამოქმედო პუნქტი წარმოადგენდა და მასზე განხილულ იქნა კვლევისა და უნივერსიტეტების მიერ მიწოდებული კვლევაზე დაფუძნებული განათლების როლი კონკურენტუნარიანი ევროპის მომავლის ფორმირების პროცესში. კერძოდ კი, ვებინარის დროს განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპის კვლევის არეალი უნივერსიტეტებისთვის, რატომ უნდა იზრუნონ მასზე უნივერსიტეტის ლიდერებმა და როგორ შეიძლება უნივერსიტეტები ჩაერთონ მის ჩამოყალიბებაში.

თავად ევროპის კვლევის არეალი (ERA) წარმოდგენს ამბიციურ განაცხადს შექმნას ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი, უსაზღვრო ბაზარი კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიისთვის. ის ეხმარება ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობით, მათი კვლევის პოლიტიკისა და პროგრამების გათანაბრების გზით გახდნენ უფრო ეფექტურები და ამით გაზარდონ ევროპის კონტინგენტის კონკურენტუნარიანობა. ERA-ს პოლიტიკის დღის წესრიგი მოიცავს 20 სამოქმედო პუნქტს 4 პრიორიტეტის მიხედვით. 2022-2024 წლებში მისაღწევი მე-13 სამოქმედო პუნქტის სპეციფიკურ მიზანს კი წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების გაძლიერება, რათა განვითარდნენ ERA-ს მოთხოვნების შესაბამისად და სინერგიით ინტეგრირდნენ ევროპის განათლების სივრცესთან.

შეხვედრაზე ევროკომისიის, EUA-ს და Coimbra ჯგუფის მომხსენებლების მიერ ყურადღება გამახვილდა წინარე კვლევების მიხედვით გამოვლენილ ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით უნივერსიტეტებისა და მათ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის (არასაუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტები, კომპანიები და ა.შ.) მხარდაჭერის აღმოჩენა; კვლევებსა და ინოვაციაში ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა; საკმარისი ინვესტიციების უზრუნველყოფა ყველა დონეზე (ინსტიტუციური, წევრი სახელმწიფოები და კავშირი), ისევე როგორც კოორდინაციის გაუმჯობესება ამ დონეებს შორის.

შეხვედრაზე მომხსენებლების მხრიდან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ცალკეული წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები საუნივერსიტეტო სექტორის მხარდასაჭერად საუნივერსიტეტო კვლევისა და განათლების სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. ამავე მიზნით, აქცენტები უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიულ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, შესაბამისი პოლიტიკის შექმნაზე, რომელიც დააკავშირებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და უნივერსიტეტების კვლევით მისიებს ერთმანეთთან,  გლობალურ დონეზე ევროპის ხილვადობის, კვლევის კონკურენტუნარიანობისა და შესაძლებლობების გაზრდაზე, კვლევისა და ინოვაციის სფეროში ინვესტიციების განხორციელებაზე და უნივერსიტეტების სრულყოფილების მიღწევაზე.

სამუშაო ჯგუფმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესწავლა მტკიცებულებები სხვადასხვა წყაროებიდან და შეიმუშავა შემდეგი ძირითადი დაკვირვებები:

·         უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიული ინსტიტუციური ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით კვლევისა და ინოვაციის მხარდაჭერა უზრუნველყოფს ევროპული  ღირებულების გავრცელებასა  და ხელს უწყობს ERA-ს პრიორიტეტებისა და ქმედებების განხორციელებას;

·         წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ სტრატეგიულ ინსტიტუციურ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას უნივერსიტეტებს შორის (როგორიცაა ევროპული უნივერსიტეტების ალიანსები), მაგრამ შეიმჩნევა თანამიმდევრულობის, კოორდინაციისა და პერსპექტივების სიმცირე, როდესაც საქმე ეხება კვლევისა და ინოვაციის განზომილებების მხარდაჭერას;

·         ეროვნული სრულყოფის ინიციატივებს (National excellence initiatives), როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტების,  კვლევისა და ინოვაციების სისტემების გაძლიერებაში;

·         შესაბამისად, უნივერსიტეტების კვლევითი და ინოვაციური განზომილების გაძლიერება მოითხოვს გრძელვადიან, ერთობლივ, სისტემურ, სინერგიულ და კოორდინირებულ ძალისხმევას ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან და ამავდროულად, ძლიერ თანამშრომლობას უნივერსიტეტებსა და მათ არააკადემიურ პარტნიორებთან.

იმისათვის რომ მიღწეულ და მხარდაჭერილ იქნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ERA-ს სამოქმედო პუნქტების განხორციელება, საჭიროა უნივერსიტეტებისა და ალიანსში შემავალი ქვეყნების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით:

ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, კვლევასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოდიფიცირება, კვლევის შეფასების რეფორმის განხორციელება, კვლევითი კარიერის გაძლიერება, გენდერული თანასწორობა და ინკლუზიურობა, აკადემიური თავისუფლების დაცვა, ცოდნის უკეთესი შეფასება, კვლევითი ინფრასტრუქტურების გაუმჯობესება, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების ჩართულობა ERA-ში, რაც ქვეპუნქტებად მოიაზრებს კვლევისა და ინოვაციის მისიების მოდიფიცირებას, მწვანე ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხის აქტუალიზაციას, სამრეწველო ეკოსისტემების გადასვლაა და უმაღლესი განათლების გაძლიერებას, მეცნიერების საზოგადოებასთან დაახლოებას. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ასევე, ეროვნულ დონეზე მხარდაჭერის კოორდინაცია ERA-სთვის, ERA-ს მონიტორინგის მექანიზმების გამართვა, კვლევისა და ინოვაციის (R&I) პრიორიტეტიზაცია და კოორდინაციისთვის ინვესტიციებისა თუ რეფორმების გატარების საკითხები.

ზემოაღნიშნული მიმართულებების გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის თქმით უკეთესი კოორდინაცია უნდა გაეწიოს წევრი ქვეყნების ძალისხმევას ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალური ხილვადობის, სრულყოფისა და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ე.წ. „სრულყოფილების ინიციატივების“ ტერმინის შინაარსზეც, თუ რას მოიაზრებს და როგორ განიმარტება. სახელდობრ, სრულყოფილების ინიციატივები მიზნად ისახავს წარმატებულ ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაჩქარებულ მოდიფიკაციას ეროვნული მთავრობის მიერ დამატებითი დაფინანსების გზით. „სრულყოფილების ინიციატივების“ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია მმართველობაზე - მენეჯერულ ინოვაციებზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე, ბენჩმარკინგსა და სრულყოფილების კულტურის დანერგვაზე.

საუნივერსიტეტო სექტორში სრულყოფილების ინიციატივების შემდეგი მოდელები შეიძლება არსებობდეს:

·         სრულყოფილების ცენტრები

·         უსდ-ების ტრანსფორმაციის მხარდამჭერი ინიციატივები

·         კვლევის შედეგების შეფასებისა და დაჯილდოების სტრუქტურები

დასაშვებია სხვა ტიპებიც:

          სპეციფიური კვლევითი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ სამეცნიერო მიღწევებს/საზოგადოებრივ გამოწვევებს

          კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პრიორიტეტიზაცია

          გრანტები ინდივიდუალური მკვლევრებისთვის ან გუნდებისთვის, რათა ჩაატარონ სრულყოფილი, მაღალხარისხიანი კვლევა

ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ევროპის სრულყოფილების ინიციატივის ხელშეწყობისთვის შემდეგია:

          წევრი სახელმწიფოების/ასოცირებული ქვეყანების პოლიტიკის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო სექტორში სრულყოფილების ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით

          ჩარჩო პროგრამის მხარდაჭერა ევროკავშირის დონეზე წარმატებულობის ასამაღლებლად

          ერთობლივი კოორდინირებული მხარდაჭერა სრულყოფილების ხელშეწყობის მიზნით  ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს/ასოცირებულ ქვეყანებს შორის

          ევროკავშირის დონეზე განათლებასთან მიმართებით სინერგიის დაკონკრეტება

შეხვედრის დასასრულს, გაცხადებულ იქნა 2025-2027 წლებისთვის მომდევნო ERA-ს პოლიტიკის დღის წესრიგის მიზანიც, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპის უნივერსიტეტების კვლევისა და ინოვაციის პოტენციალის სრულ გამოვლენაზე. მოსალოდნელი შედეგებია:

          ღია და სტრუქტურირებული დიალოგი წევრ სახელმწიფოებს, კომისიასა და საუნივერსიტეტო სექტორს შორის

          კონსენსუსის მიღწევა ევროპულ და ეროვნულ დონეზე, რათა მიეცით უნივერსიტეტებს უფლება განვითარდნენ ახალი ERA-ს შესაბამისად

          უნივერსიტეტების მისიების გათვალისწინებით, ევროპულ და ეროვნულ დონეზე კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებული კოორდინაცია

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.