მენიუ
სიახლეები

თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმატება

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების ლაურეატები დაასახელეს და მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დააჯილდოვეს.

თსსუ-ის პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა ივერიელის, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორების: ნინო აბაშიძის, ხატია გოგიშვილის და ნინო გოგებაშვილის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო ,,პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები" საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაჯილდოვდა ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემიით.

აღსანიშნავია, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დიაგნოსტიკაში, პროფილაქტიკასა და მკურნალობაში გამოცემა ,,პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები" საქართველოში ერთადერთი, ორიგინალური, საკუთარ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი სახელმძღვანელოა, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და კლინიცისტი ექიმებისათვის.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.