მენიუ
სიახლეები

სემინარების სერია - „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“

მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში გამართულ სემინარების სერიაში.

სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის სამი დღის განმავლობაში ხუთი სემინარი წაიკითხეს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.