13 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ თევდორაძემ, რომელიც კითხულობს სასწავლო კურსს კრიმინალისტიკაში, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან, გამოცდილების მიღების მიზნით შექმნა იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც მოწვეული ექსპერტებისა და დეტექტივ-გამომძიებლების: თემურ კურტანიძის, ლევან აბაშიძის და ლევან ნებაძის დახმარებით მკვლელობის ადგილიდან ამოიღეს ნიმუშები, დანაშაულის იარაღი.
სტუდენტებმა შეადგინეს საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, დასურათდა შემთხვევის ადგილი, აღებული ნიმუშები დალუქეს სპეციალურ პაკეტში.
სტუდენტებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.