მენიუ
სიახლეები

კონფერენცია - "ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება II"

2023 წლის 28 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება II“, International Scientific Conference – „Usage of Information Technologies II“ გაიმართა.

კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა წითაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ლერი ნოზაძე, ასევე, პროფესორი გიორგი მესხი და ასოცირებული პროფესორი ვასილ ტაბატაძე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა. კერძოდ, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, უნგრეთის - დებრეცენის უნივერსიტეტის, თსუ- ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://sjuni.edu.ge/…/upl…/2023/11/konferencia-programa.pdf

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.