მენიუ
სიახლეები

2023 წლის 28 ნოემბერს,ტრენინგი „სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“ ცატარდა

2023 წლის 28 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-II კორპუსში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“ . ტრენინგს უძღვებოდა ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე.

ტრენინგზე განხილული იყო: ELSEVIER- წამყვან საერთშორისო ონლაინ გამომცემლობაში, Scopus-სა და ScienceDirect სამეცნიერო ბაზების მუშაობისა და ძიების საფუძვლები. პრაქტიკული მაგალითების განხილვით, სტუდენტებს მიეწოდათ დაწვრილებითი ინფორმაცია სასურველი მასალის მოპოვებისა და მათი გადმოწერის საშუალებები. ნაჩვენები იქნა ვიდეოინსტრუქცია და ამ ბაზებისთვის განკუთვნილი სამუშაო ინსტრუქციები.

შემდეგი საკითხი იყო Cambridge Journals კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ბაზაზე, ინსტისტუციანალური წვდომის ჩვენება სტუდენტებისთვის, (იგულისხმება უნვერსიტეტის IP მისამართით და უნივერსიტეტის პაროლით და იუზერით შესვლა ამ ბაზაზე). პრაქტიკული ძიების და ინფორმაციის მოპოვებისას თვითონ სტუდენტების ჩართულობით, მათთვის სასურველ თემაზე იქნა მოძიებული სტატიები.

ტრენინგზე განხილული იყო აგრეთვე: eDuke Journals, Elgaronlin, European Respiratory Journal სამეცნიერო ჟურნალების გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაციის ძიების პარამეტრები.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.